სსიპ ქალაქ ქუთაისის №31 საჯარო სკოლაში 27 მაისს გაიმართა ღია კარის დღე, რომლის მიზანი გახლდათ თანამშრომლობითი კულტურის ხელშეწყობა,
მშობელთა
ჩართულობის
წახალისება
და
პრაქტიკაში
დანერგილი
ინოვაციური
სწავლების
მეთოდების
გაზიარება.
სკოლას
სტუმრობდნენ
ქალაქის
საგანმანათლებლო
რესურსცენტრის
ხელმძღვანელობა,
საჯარო
სკოლებისა
და
საბავშვო
ბაღების
წარმომადგენლები,
მოსწავლეთა
მშობლები.
სკოლა
აქტიურადაა
ჩართული
პროექტებში:
„ახალი
სკოლის
მოდელი“
,
“ციფრული
სკოლა“.
პედაგოგები
კი
ცდილობენ, მიღებული
ცოდნა-გამოცდილების
გათვალისწინებით
წარმართონ
სასწავლო
პროცესი.
მოსწავლეზე
ორიენტირებული,
კონსტრუქტივისტული
პრინციპებით
აგებული
საინტერესო
და
შემოქმედებითი
გაკვეთილები
სკოლის
სავიზიტო
ბარათია.
ამჯერადაც
პედაგოგებმა
მოსწავლეთა
პრაქტიკული
უნარებისა
და
სწორი
დამოკიდებულებების
ჩამოყალიბებაზე
გათვლილი,
ინტერაქტიული
გაკვეთილები
შესთავაზეს
სტუმრებს.
მოსწავლეებმა
იმუშავეს
კომპლექსურ
დავალებებზე,
მოამზადეს
საინტერესო
პრეზენტაციები
და
მათი
წარმოდგენისას
თავისუფალი
აზროვნებითა
და
ლოგიკური
მსჯელობით
დიდი
შთაბეჭდილება
მოახდინეს
სტუმრებზე.
იყო
მშობელთა
ჩართულობა,
როგორც
ცალკეულ
აქტივობებში,
ასევე
პრეზენტაციების
მომზადებისას.
საგაკვეთილო
პროცესში
აქტიურად
იყო
გამოყენებული
ციფრული
ტექნოლოგიები,
მოსწავლეები
ციფრული
რესურსების
დახმარებით
ამზადებდნენ
პრეზენტაციებს.
შერჩეულმა
თემატიკამ
მოსწავლეებს
საშუალება
მისცა,
რეალურ
ცხოვრებისეულ
სიტუაციებთან
მოეხდინათ
მიღებული
ცოდნა-გამოცდილების
ტრანსფერი,
სწორად
შერჩეული
დავალებები
კი
მაღალი
სააზროვნო
უნარების
განვითარებას
ისახავდა
მიზნად.
ღია
კარის
დღე
დასრულდა
სკოლის
X კლასის
მიერ
მომზადებული
სპექტაკლით
- „გოდერძი
ჩოხელი“,
რომელმაც
განსაკუთრებული
შთაბეჭდილება
მოახდინა
მაყურებელზე.
სკოლა
ყოველთვის
ღიაა
აქტიური
თანამშრომლობისა
და
გამოცდილების
გაზიარებისთვის,
ჩვეული
ენთუზიაზმით
განაგრძობს
ინოვაციური
პროექტების
განხორციელებას
და
ყველა
სასიკეთო
ინიციატივის
წახალისებას,
რაც
სწავლა-სწავლების
ხარისხის
გაუმჯობესებასა
და
მიღწეული
შედეგების
მდგრადობას
ემსახურება.
Комментариев нет:
Отправить комментарий